
სახლში გამომცხვარ ღვეზელებს სულ სხვა გემო და არომატი აქვს! ასეთივე საუცხოო გამოდის ღვეზელი მარწყვის ხილფაფით! გამოაცხეთ ოჯახის წევრებთან ერთად და ისიამოვნეთ. დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 5-6.
ინგრედიენტები:
- რძე 0,5ლ;
- შაქარი 1ჭ;
- საფუარი 50გრ;
- მარილი მწიკვი;
- ვანილი გემოვნებით;
- მარგარინი 60გრ;
- ფქვილი 1კგ;
- ზეთი 2ს/კ;
- მარწყვის ხილფაფა 500გრ;
- შაქრის პუდრა 2ს/კ;
მომზადების წესი:
ქვაბში გავადნოთ მარგარინი, დავასხათ რძე, შევათბოთ, დავამატოთ საფუარი და კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ შაქარი, მარილი და ვანილი. დავაყაროთ გაცრილი ფქვილი და ცომი მოვზილოთ. გადავაფაროთ, 1 სთ 30 წთ დავაყოვნოთ თბილ ადგილას. ამოსული ცომი ჩავზილოთ და პატარა ბურთულები გავაკეთოთ, გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ხილფაფის გულსართი და შევკრათ. დავაწყოთ ფქვილმოყრილ საცხობ ფორმაში, შევდგათ 200გრადუსზე ღუმელში და გამოვაცხოთ 25 წთ. მზა ღვეზელებს შაქრის პუდრა მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!
აუცილებლად გამოვაცხობ!! წარმატებები და დიდი მადლობა!