
ღვეზელი ვაშლის ხილფაფით ძალიან არომატული, ნაზი, რბილი და გემრიელი გამოდის. ცხობისას კი ისეთი სურნელი დგება, გულგრილს რომ ვერავის დატოვებს! დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 15-20.
ინგრედიენტები:
- ფქვილი 400-500გრ;
- რძე 250მლ;
- მშრალი საფუარი 2ჩ/კ;
- შაქარი 4ს/კ (+1ჩ/კ ოპარაში);
- კვერცხი 2ც;
- კვერცხის გული 1ც;
- კარაქი 50გრ;
- ვაშლის ხილფაფა გემოვნებით;
მომზადების წესი:
თბილ რძეში გავხსნათ შაქარი, საფუარი და 10-15 წთ დავაყოვნოთ. ღრმა ჯამსი ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ შაქარი, ავთქვიფოთ. დავამატოთ ამოსული ოპარა, დამდნარი კარაქი, ავურიოთ და ნაწილ-ნაწილ ვამატოთ ფქვილი და ცომი მოვზილოთ. გადავაფაროთ, დავდგათ თბილ ადგილას 30 წთ, შემდეგ ჩავზილოთ და ისევ დავაყოვნოთ 30-40წთ. ცომი 15-20 ბურთულად გავყოთ, 10 წთ დავაყოვნოთ, შემდეგ თითოეული გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ვაშლის ხილფაფა და შევკრათ. დავაწყოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული, შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება