ღვიძლი ნიორთან ერთად

ღვიძლი ნიორთან ერთად გამოდის არომატული, ნაზი და უგემრიელესი. ბრინჯთან ან რაიმე მსუბუქ სალათთან ერთად შესანიშნავია. დამზადების დრო: 25 წთ. ულუფა: 3-4.

ინგრედიენტები:

  • ძროხის ღვიძლი  400გრ;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი 1თ;
  • ნიორი  2-3კბილი;
  • ზეთი  2-3ს/კ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი, სხვა სუნელები თითო მწიკვი;
  • ისპანახი  1კონა;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. დავჭრათ ღვიძლი და ზეთში შევბრაწით 3-5 წთ. დავჭრათ ხახვი და სტაფილო და ღვიძლს დავამატოთ. დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ 15 წთ, შემდეგ დავამატოთ მარილი, პილპილი, სუნელები. როცა თითქმის მზად იქნება, დაჭყლეტილი ნიორი დავამატოთ. გადმოვდგათ და ისპანახის ფოთლები დავამატოთ, 1 წთ დავაყოვნოთ თავდახურული. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო