გიგანტური “პონჩიკი” სპაგეტით

სპაგეტის ამ მობრაწულას ძალიან უხდება ტომატის სოუსი. ადვილად მზადდება. დამზადების დრო: 45 წთ.

ინგრედიენტები:

  • ტომატის ცხარე სოუსი  1,5ჭ;
  • სპაგეტი  250გრ;
  • მოცარელა  250გრ;
  • ნიორი  2კბილი;
  • მწვანილი  გემოვნებით;
  • მარილი, შავი პილპილი  გემოვნებით;
  • კვერცხი  3ც;
  • შებოლილი ძეხვი ან ბეკონი  100გრ;
  • მომზადების წესი:

გავხეხოთ ყველის ნახევარი, დანარჩენი დავჭრათ.  გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ მწვანილი, ნიორი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავაქუცმაცოთ. ძეხვი ან ბეკონი წვრილ ზოლებად დავჭრათ. მოვხარშოთ მაკარონი, გადავწუროთ და ლანგარზე გადავიტანოთ. დავამატოთ გახეხილი ყველი, ნიორი, ძეხვი ან ბეკონი და მწვანილი და ამოვურიოთ. ჩავახალოთ კვერცხი და სწრაფად ავურიოთ ჩანგლით, დავამატოთ პილპილი. კექსის საცხობ ფორმაში ჩავასხათ ტომატის სოუსი, ზემოდან მოცარელას ნაჭრები დავაწყოთ, შემდეგ სპაგეტიანი მასა დავადოთ და შევდგათ ღუმელში 25-30 წთ 220გრადუსზე. გიგანტური “პონჩიკი” სპაგეტით ცხელი დავჭრათ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო