
გლინტვეინი კონიაკით სწორედ ის სასმელია, რომელიც ზამთარს ყველაზე მეტად უხდება. გემრიელია, უსწრაფესად მზადდება. დამზადების დრო: 15 წთ. ულუფა: 1.
ინგრედიენტები:
- მშრალი წითელი ღვინო 150მლ;
- ლიმონის ცედრა გემოვნებით;
- დარიჩინი 50გრ;
- მიხაკი 50გრ;
- ჯავზი 50გრ;
- თაფლი 10გრ;
- კონიაკი 25მლ;
მომზადების წესი:
ღვინოს დავუმატოთ ლიმონის ცედრა, კონიაკი, თაფლი, სანელებლები, ავურიოთ და 60 გრადუსამდე შევათბოთ. ცოტა ხანს თავდახურული დავაყოვნოთ და ცხელი გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება