გოგრა ბრინჯითა და ჩირით

გოგრა   ბრინჯითა და ჩირით უგემრიელესი გამოდის. ბრინჯი გაჯერებულია გოგრისა და დარიჩინის არომატით, ძალიან უხდება თაფლი და ფორთოხალი. ორიგინალური კერძია, რითაც სადღესასწაულო სუფრაზე მოიწონებთ თავს! დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • გოგრა  1ც;
  • ბრინჯი  150გრ;
  • ქიშმიში  50გრ;
  • გარაგარის ჩირი  50გრ;
  • შავი ქლიავის ჩირი  50გრ;
  • თაფლი  2ს/კ;
  • ფორთოხალი  2ც;
  • დარიჩინი  1ს/კ;
  • კოწახური  20გრ;

მომზადების წესი:

გოგრას მოვაჭრათ ზედა ნაწილი, ამოვასუფთავოთ. კარგად გავრეცხოთ ბრინჯი. ნახევრად მოვხარშოთ მარილწყალში. გავწუროთ ფორთოხალი, გავრეცხოთ ქიშმიში, ჩირი,  ბრინჯს შევურიოთ და გოგრაში ჩავდოთ. დავამატოთ თაფლი, დარიჩინი, ფორთოხლის წვენი. გოგრას დავაფაროთ თავისი “ქუდი”, შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 2 სთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო