გოგრა იტალიურად

იტალიური სამზარეულო კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ერთ-ერთი განსაკუთრებულია გოგრა იტალიურად. ამ კერძში საუცხოოდ ერწყმის ერთმანეთს ხორცი, ბოსტნეული და გოგრა, რაც საბოლოოდ არავეულებრივ გემოს ქმნის. სცადეთ. დამზადების დრო: 2 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კედრის კაკალი;
  • წითელი ბულგსრული წიწაკა  1ც;
  • პომიდორი ჩერი  200გრ;
  • დაფქული წიწაკა  1/4ჩ/კ;
  • კარაქი  100გრ;
  • ღორის ხორცი  500გრ;
  • საქონლის ხორცი  500გრ;
  • გოგრა  800გრ;
  • კომბოსტოს მწნილი  300გრ;
  • სტაფილო  200გრ;
  • ხახვი  1თ (წითელი);
  • რუკოლა  100გრ;
  • მარილი  1/2ჩ/კ;

მომზადების წესი:

გოგრას მოვაჭრათ ზედა ნაწილი, ამოვაცალოთ კურკები, გავრეცხოთ. დანარჩენი ინგრედიენტებიც მოვამზადოთ. ხორცი კუბიკებად დავჭრათ და ტაფაში მოვხრაკოთ. ხახვი და სტაფილოც ასევე დავჭრათ, დავამატოთ ხორცს და დაახლ. 10 წთ ვშუშოთ. დავამატოთ პომიდორი, ბულგარული (დაჭრილი), კომბოსტოს მწნილი, კარაქი, ამოვურიოთ, დავამატოთ კედრის კაკალი და რუკოლა. მარილი და პილპილი მოვაყაროთ. ეს მასა გოგრაში ჩავდოთ, ფოლგა გადავაფაროთ და შვდგათ ღუმელში 180 გადუსზე 1 სთ 30 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო