გოგრა ქათმით ღუმელში

ეს კერძი გამოდის ნაზი, არომატული, გემრიელი და წვნიანი. ერთხელ მაინც უნდა სცადოთ გოგრა ქათმით ღუმელში და გაიხალისოთ მენიუ. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • გოგრა  1,800გრ;
  • ქათმის ფილე  700გრ;
  • ხახვი  1თ;
  • ვაშლი  1-2ც;
  • შავი ქლიავის ჩირი  80გრ;
  • ქათმის სანელებლები  გემოვნებით ( ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, ხმელი სუნელი, წიწაკა და სხვ.);
  • ზეთი  1ს/კ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • პროვანსული სუნელი  გემოვნებით (  მშრალი სუნელების ნაკრებია: როზმარინი, მაიორანი, ბეგქონდარა, თავშავა);

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები: ქათმის ფილე დიდ ნაჭრებად დავჭრათ, მარილი და ქათმის სუნელი დავაყაროთ. ხახვი კუბიკებად დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ. დავამატოთ ფილე და ერთად შევბრაწოთ. ვაშლი კუბიკებად დავჭრათ, დავამატოთ შავი ქლიავს ჩირი. გოგრას აკურატულად მოვაჭრათ თავი. ამოვასუფთავოთ, ტაფის მასა, ვაშლი და ჩირი გადავურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ პროვანსული სუნელები გემოვნებით და გოგრაში ჩავდოთ. დავაფაროთ თავზე, დავდოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე, შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1,5 სთ. გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო