გოგრა რძით ღუმელში

გამოდის უგემრიელესი, განსაკუთრებული არომატით. შესანიშნავი სეზონური დესერტია, სწრაფად და მარტივადაც მზადდება, თუ ძალიან ტკბილი არ გიყვართ, შაქრის რაოდენობის შემცირება შეიძლება. დამზადების დრო: 45 წთ.

ინგრედიენტები:

  • გოგრა (გასუფთავებული)  250გრ;
  • რძე  200მლ;
  • კვერცხი  1ც;
  • შაქარი  70გრ;
  • კარაქი  20გრ;
  • ფქვილი  2-3ს/კ;
  • მომზადების წესი:
  • მოვამზადოთ ინგრედიენტები. გოგრა მომცრო ნაჭრებად დავჭრათ. ფქვილში ამოვავლოთ. ცალკე გადავდოთ 2ჩ/კ შაქარი, დანარჩენი შაქარი კვერცხთან და რძესთან ერთად ავთქვიფოთ. პატარა საცხობ ფორმებს ცხიმი ამოვუსვათ, ოდნავ შაქარი მოვაბნიოთ. ჩავაწყოთ გოგრის ნაჭრები, დავასხათ რძიანი მასა, შევდგათ ღუმელში 200გრადუსზე 30-40 წთ. გოგრა რძით ღუმელში მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო