გოგრის ჯემი ლიმნით

გოგრის ჯემი ლიმნით გამოდის არომატული, ტკბილი, გემრიელი, საუცხოო ფერი აქვს. ჩაისთან ერთად ტოსტის პურზე გადასმული არაჩვეულებრივია, თან ცხობაშიც გამოგადგებათ. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • გოგრა  1კგ (გასუფთავებული);
  • შაქარი  800გრ;
  • ლიმონი  1ც;
  • დარიჩინის ჩხირი  1ც;
  • წყალი  1ჭ;
  • მომზადების წესი:

გავრეცხოთ გოგრა, გავჭრათ, ამოვაცალოთ კურკები, გავთალოთ და დავჭრათ კუბიკებად. ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დარიჩინი დავადოთ. ვხარშოთ 30 წთ, გოგრა უნდა დარბილდეს. გადმოვდგათ, დარიჩინი ამოვიღოთ, დავაბლენდეროთ. გოგრის პიურეს დავაყაროთ შაქარი, ლიმონის წვენი დავასხათ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ. დაახლ. 20-30 წთ. პერიოდულად ვურიოთ. მზა ჯემი გადავიტანოთ წინასწარ გასტერილებულ ქილებში, მოვხუფოთ და ამოვაბრუნოთ, როცა გაცივდება, შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო