გოგრის კექსი ქიშმიშით

ეს კექსი გამოდის ნაზი, ოდნავ ნოტიო, გემრიელი. ჩაისთან ან რძესთან ერთად არაჩვეულებრივია. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  2ც;
  • შაქარი  130გრ;
  • კეფირი  100მლ;
  • კარაქი  80გრ;
  • გოგრის პიურე  150 გრ(მოხარშული ან ღუმელში შემწვარი გოგრისგან);
  • ფქვილი  210გრ;
  • გამაფხვიერებელი  1,5ჩ/კ;
  • ქიშმიში  100გრ;
  • დარიჩინი  1ჩ/კ;
  • დაფქული კოჭა  0,5 ჩკ;
  • მუსკატის კაკალი  0,25 ჩ/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ქიშმიში და მდუღარე წყალი დავასხათ. ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი. დავამატოთ კეფირი, გამდნარი გაგრილებული კარაქი და გოგრის პიურე. კარგად ავურიოთ, დავამატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, დარიჩინი, კოჭა, მუსკატის კაკალი. ამოვურიოთ, დავამატოთ შემშრალი, ფქვილმოყრილი ქიშმიში. კიდევ ამოვურიოთ. ცომი ჩავასხათ ცხიმგამოსმულ ფორმაში.შევდგათ 180 გრადუსზე ღუმელში და 1 სთ ვაცხოთ. გოგრის კექსი ქიშმიშით მოვრთოთ შაქრის პუდრით. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო