გოგრის ფაფა

გოგრის ფაფა სასარგებლო კერძია. კარგი იდეაა საუზმეზე. გოგრა დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს, ამიტომ, სეზონზე აუცილებელია რაციონში მისი ჩართვა. თან უგემრიელესია. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • გოგრა  350-400გრ;
  • რძე  3ჭ;
  • კარაქი  30-40გრ;
  • შაქარი  3ს/კ;
  • ბრინჯი  1ჭ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გოგრა გავჭრათ, ამოვაცალოთ კურკები, გავწმინდოთ, გავრეცხოთ და პატარა კუბიკებად დავჭრათ. ბრინჯი კარგად გავრეცხოთ. გოგრა ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ რძე, დავამატოთ ბრინჯი, დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ 30-40 წთ. პერიოდულად ვურიოთ. ბოლოს დავამატოთ მარილი გემოვნებით და შაქარი. მზა ფაფაში ჩავდოთ კარაქი და კარგად ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო