გოგრის სუპი მოცარელათი

სქელი, არომატული, ნოყიერი და თან ულამაზესი წვნიანია. ძალიან უხდება შემოდგომას! ადვილადაც მზადდება. დამზადების დრო: 45 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ბულიონი  1-1,5ლ;
  • გოგრა  300გრ;
  • კარტოფილი  3ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  2-3თ;
  • ნიორი  1-2კბილი;
  • მრგვალი ბრინჯი  50გრ;
  • მარილი, კარრი  გემოვნებით;
  • ზეთი  2-3ს/კ;
  • მოცარელა  60-80გრ;
  • მწვანილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. წინასაწარ მოხარშული ქათმის ბულიონი წამოვადუღოთ. ხახვი და სტაფილო დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ზეთში მოვხრაკოთ. ბულიონში ჩავამატოთ დაჭრილი კარტოფილი და ბრინჯი. გავწმინდოთ და გავრეცხოთ გოგრა, კუბიკებად დავჭრათ. დავამატოთ ტაფის მასას და ერთად მოვხრაკოთ. ბოლოს დავამატოთ ნიორი. ბულიონში ჩავდოთ მოხრაკული ინგრედიენტები, დავამატოთ მარილი, კარრი, ვადუღოთ 20 წთ, რომ ყველაფერი მოიხარშოს. მზა სუპი დავაბლენდეროთ. გოგრის სუპი მოცარელათი თეფშებში გადავანაწილოთ, მოცარელას ბურთულები და მწვანილი დავამატოთ და ისე გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო