გოგრის სუპი ფრანგულად

გოგრის სუპი ფრანგულად კრემ-სუპების კატეგორიაში გადის. აქვს ნაზი სტრუქტურა, ფერი, გემო და არომატი არაჩვეულებრივია, მარტივადაც მზადდება. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • გოგრა  300გრ;
  • კარტოფილი  3ც;
  • ხახვი  1თ;
  • კოჭა  5გრ;
  • კარაქი  30გრ;
  • რძე  100მლ;
  • ქათმის ბულიონი  200მლ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ და კარაქთან ერთად ქვაბში ჩავდოთ. მოვშუშოთ. გოგრა კუბიკებად დავჭრათ და ჩავამატოთ, ასევე ჩავამატოთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. დავასხათ ქათმის ბულიონი და მოვხარშოთ ბოსტნეული, გადავწუროთ და  დავაბლენდეროთ,ჩავასხათ რძე, მარილი და პილპილი დავაყაროთ, მოვურიოთ. თუ უფრო თხელი კონსისტენციის გვინდა, შეგვიძლია ბულიონი დავამატოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო