გოზინაყი

საახალწლო სუფრა გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია. საუცხოო და უგემრიელესი ნუგბარია. დამზადების დრო: 1სთ.

ინგრედიენტები:

  • ნიგოზი  3ჭ;
  • თაფლი  1ჭ;

მომზადების წესი;

ნიგოზი მოვხალოთ და დავჭრათ (დავთალოთ). თაფლი ჩავასხათ სქელძირიან ტაფაში და ცეცხლზე დავდგათ, როცა აქაფდება, გადმოვდგათ. 10 წთ შემდეგ ისევ დავდგათ, მესამედ ნიგოზი დავამატოთ, ხის კოვზით ვურიოთ და 2 წთ-ში გადმოვიღოთ, დასველებულ ხის დაფაზე გავშალოთ, სველი საბრტყელებლით გავაბრტყელოთ და დავჭრათ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო