
გულიაში გერმანულად მზადდება კარტოფილის დამატებით. გამოდის უგემრიელესი სუპ-გულიაში. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 6-8.
ინგრედიენტები:
- ღორის ხორცი 400გრ;
- ხახვი 3თ;
- წითელი ბულგარული წიწაკა 1-2ც;
- კარტოფილი 600გრ;
- ზეთი 30მლ;
- წითელი მშრალი ღვინო 1ჭ;
- მარილი, სუნელები გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ინგრედიენტები. სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, ჩავაწყოთ დაჭრილი ხორცი და შევბრაწოთ. დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და გრძლად დაჭრილი ბულგარული. დავამატოთ მარილი, პილპილი, სხვა სუნელები. პერიოდულად ვურიოთ და 7-10 წთ ვშუშოთ. დავასხათ ღვინო, თავზე დავაფაროთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 30 წთ. ამასობაში კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი ნახევრად შევწვათ. დავამატოთ ხორცს. დავასხათ წყალი, მარილი გემოვნებით და 10-15 წთ ვშუშოთ. მზა კერძი თავდახურული დავაყოვნოთ 10 წთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება