ჰაეროვანი ფუნთუშები მოხარშული კრემით

იმდენად გემრიელი და ნაზი ფუნთუშებია, ნამდვილად კარგი იქნება, გამოაცხოთ და ასიამოვნოთ საყვარელ ადამიანებს. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • რძე  500მლ (200მლ ცომში, 300მლ კრემში);
  • ფქვილი  500გრ;
  • შაქარი  200გრ (100გრ ცომში, 100გრ კრემში);
  • კარაქი  100გრ (50გრ ცომში, 50გრ კრემში);
  • კვერცხი  3ც ( 1ც ცომში, 2კვერცხის გული კრემში);
  • საფუარი  7გრ;
  • მარილი, ვანილი  მწიკვი;
  • ლიმონის წვენი  1ს/კ;
  • სახამებელი  30გრ;

მომზადების წესი:

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და შაქარი და დავაყოვნოთ 10 წთ. შემდეგ დავამატოთ გაცრილი ფქვილი, მარილი, ოდნავ დარბილებული კარაქი, კვერცხი და ავურიოთ. მოვზილოთ მკვრივი, ელასტიური ცომი და 1 სთ დავდგათ თბილ ადგილას. მოვამზადოთ კრემი: შევათბოთ რძე, დავამატოთ სახამებელი, 2კვერცხის გული და შაქარი. სულ ვურიოთ, წამოვადუღოთ. როგორც კი მასა გასქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავამატოთ კარაქი, ლიმონის წვენი და სათქვეფელათი ავთქვიფოთ. შემდეგ ცომი ძეხვისებურად დავგორგლოთ, დავჭრათ თანაბრად, თითოეული ნაჭერი გავაბრტყელოთ, შუაში 1ჩ/კ კრემი დავდოთ, შევკრათ. დავაწყოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში, 10 წთ დავაყოვნოთ. შევდგათ 180 გრადუსზე 15 წთ. ჰაეროვანი ფუნთუშები მოხარშული კრემით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო