ჰალვა სეზამის მარცვლებით

არომატული, გემრიელი დესერტია. ჰალვა სეზამის მარცვლებით  ადვილადაც მზადდება. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • სეზამის მარცვლები  1ჭ;
  • ფქვილი  1ჭ;
  • შაქარი   150გრ;
  • რძე  70მლ;
  • ზეთი  3ს/კ;
  • ვანილი  1ჩ/კ;

მომზადების წესი:

გახურებულ ტაფაში მოვხალოთ სეზამის მარცვლები, თან ვურიოთ. გადავიტანოთ ბლენდერის კონტეინერში და დავაბლენდეროთ. იმავე ტაფაში მოვხალოთ ფქვილი. მომცრო ქვაბში ჩავასხათ  რძე, დავამატოთ შაქარი, ავურიოთ. დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ და გადმოვდგათ. ჯამში ერთად ჩავყაროთ ფქვილი და დაფქული სეზამი. დავასხათ  ზეთი, ავურიოთ, წვრილი ჭავლით დავამატოთ რძის სიროფი და ავურიოთ. ხელით გადავზილოთ სასურველ კონსისტენციამდე (რბილი ან მაგარი). რძის სიროფით და ფქვილით ვარეგულიროთ. კონტეინერში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და ჰალვის მასა ხელით  დავპრესოთ. დავაყოვნოთ, რომ გაცივდეს და გამოშრეს. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო