ჰალვის ორცხობილა

ჰალვის ორცხობილა ფხვიერი და ხრაშუნა გამოდის. გემრიელი დესერტია. კარგი იდეაა მეგობრებთან ერთად ჩაიზე ან ყავაზე. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ჰალვა  150გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • ფქვილი  300გრ;
  • შაქარი  2ს/კ;
  • ჩირი გემოვნებით  50გრ;
  • გამაფხვიერებელი  1პაკეტი;
  • კარაქი  200გრ;

მომზადების წესი:

ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ კარაქი. დავამატოთ შაქარი და კარგად მოვურიოთ. ჩავახალოთ კვერცხი და ავთქვიფოთ. ჰალვა დავაქუცმაცოთ, დავამატოთ ძირითად მასას და მოვურიოთ. ჩირი გავრეცხოთ, შევაშროთ და დავამატოთ. გაცრილ ფქვილს შევურიოთ გამაფხვიერებელი და თხელ მასას დავუმატოთ. მოვზილოთ ცომი. დავაგუნდავოთ და 2 სთ შევინახოთ მაცივარში. შემდეგ ცომი ძეხვისებურად დავგორგლოთ, დავჭრათ ერთი ზომის ნაჭრებად, გავაბრტყელოთ, დავაწყოთ პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, გამოვაცხოთ 15 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო