ჰალვის რულეტი

ეს დესერტი საკმაოდ კალორიულია, თუმცა უგემრიელესია და თან იშვიათი. კარგი იდეაა განსხვავებული შეხვედრების დროს. დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ჰალვა  120გრ;
  • შაქარი  60გრ;
  • ფქვილი  60გრ;
  • გამაფხვიერებელი  2ს/კ;
  • კვერცხი  2ც;
  • კარაქი  40გრ;
  • მარილი  მწიკვი;

მომზადების წესი:

ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი, მარილი და ავურიოთ. ჩავახალოთ კვერცხი და ავთქვიფოთ. საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტი და ცხიმი წავუსვათ. ზედ გავაბრყელოთ ცომი. ღუმელი 180 გრადუსამდე გავახუროთ. გამოვაცხოთ 7 წთ,  გავაცივოთ. არც ძალიან ცივი არ უნდა იყოს, რომ არ დაიფშვნას და არც ცხელი, რომ ჰალვა არ გადნეს. გულსართისათვის ჰალვა გავხეხოთ, დავამატოთ კარაქი და ავთქვიფოთ. წავუსვათ გამომცხვარ ფირფიტას და რულეტისებურად გადავახვიოთ. ცოტა ხნით შევდოთ მაცივარში. ჰალვის რულეტი დააგემოვნეთ ჩაისთან ერთად. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო