იხვი ანანასებით

დახვეწილი, არომატული და გემრიელი კერძია. იხვი ანანასებით ღირსეულად დაამშვენებს სადღესასწაულო სუფრას. დამზადების დრო: 50 წთ. ულუფა: 2-3.

ინგრედიენტები:

  • იხვის მკერდის ხორცი  1ც;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  1ც;
  • ხახვი  0,5თ;
  • ნიორი  3კბილი;
  • ანანასის კონსერვი  200გრ;
  • პომიდორი ჩერი  10ც;
  • ქოქოსის რძე  250მლ;
  • კარრი  1ს/კ;
  • მარილი, ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. იხვის ფილე გრძლად დავჭრათ. ასევე დავჭრათ ბულგარულიც. ხახვი მსხვილად დავჭრათ, ნიორი დავჭყლიტოთ. გავაცხელოთ ტაფა, ზეთი ჩავასხათ და ხახვი და ნიორი მოვხრაკოთ. დავამატოთ ფილეს ნაჭრები. შემდეგ ანანასი და ბულგარული. მოვშუშოთ. დავამატოთ შუაზე დაჭრილი ჩერი. დავამატოთ კარრი, ჩავასხათ ქოქოსის რძე და მარილი მოვაყაროთ. როცა ეს მასა ადუღდება, კიდევ 15 წთ ვადუღოთ საშუალო ცეცხლზე. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო