იხვი სოკოს სოუსში

იხვი სოკოს სოუსში ნოყიერი კერძია. წიწიბურას გარნირთან ერთად ძალიან გემრიელია. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • იხვი 1ც;
  • ქამა სოკო  250გრ;
  • კარაქი  4ს/კ;
  • ფქვილი  1ს/კ;
  • ნაღები  1ჭ;
  • შაქარი  1/2ჩ/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ იხვი, ზემოდან რაიმე მძიმე საგანი დავადოთ, რომ ბრტყელი ფორმა მიიღოს. გავადნოთ 2ს/კ კარაქი დიდ, ღრმა ტაფაში. იხვს მარილი მოვაყაროთ და ტაფაში ჩავდოთ. შევწვათ, პილპილი დავამატოთ. სოკოს სოუსი: დავჭრათ სოკო, მარილი და პილპილი დავამატოთ და 2ს/კ კარაქში შევწვათ. დავამატოთ ფქვილი, ავურიოთ, დავასხათ 2ს/კ წყალი, ნაღები და შაქარი. სოუსი 5-7 წთ ვადუღოთ. შემწვარი იხვი დავჭრათ, სოუსი მოვასხათ და სუფრაზე გავიტანოთ. გემრიელად მიირთვთ!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო