იხვის ჩაშუშული კომბოსტოთი და ლობიოთი

იხვის ჩაშუშული კომბოსტოთი და ლობიოთი ნოყიერი სადილის კარგი იდეაა. მარტივად მზადდება. იხვის ხორცი ბოსტნეულს ძალიან უხდება. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • იხვის ხორცი  800გრ;
  • ლობიო  100გრ;
  • კომბოსტო  1კგ;
  • ხახვი  1თ;
  • დაფქული კამა, ქინძი, ბაზილიკი  1ჩ/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • დაფნის ფოთოლი  1ც;
  • ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

წინასწარ მოვხარშოთ ლობიო. დავჭრათ იხვის ხორცი და შევწვათ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაკეპილი კომბოსტო და ვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ პილპილი, დაფქული სუნელები და დაფნის ფოთოლი.  მოხარშული ლობიო ცივ წყალში გავრეცხოთ და დავამატოთ იხვის ხორცს. თავზე დავაფაროთ და 3 წთ ვშუშოთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო