
ამ რეცეპტით ფილე გამოდის ნაზი, წვნიანი, არ არის გამომშრალი. გემრიელია. დამზადების დრო: 1 სთ.
ინგრედიენტები:
- იხვის ფილე 2ც;
- ზეითუნის ზეთი 1ს/კ;
- ხახვი შალოტი 1თ;
- ალუბალი 8 მარცვალი;
- ქათმის ბულიონი 100მლ;
- პორტვეინი 2ს/კ;
- თაფლი 1ს/კ;
- ცივი კარაქი 20გრ;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
გავრეცხოთ ფილე და სამზარეულოს ქაღალდით შევაშროთ. დანით დავსეროთ რამოდენიმე ადგილას. ორივე მხრიდან წავუსვათ მარილი და პილპილი. გახურებულ ტაფაში ცხიმის გარეშე დავბრაწოთ ფილე 5 წთ, შემდეგ ამოვაბრუნოთ და 4-8 წთ შევწვათ. გადმოვიღოთ ცხელ თეფშზე, შევახვიოთ ფოლგაში და დავაყოვნოთ 10 წთ. ამასობაში მოვამზადოთ სოუსი: წვრილად დაჭრილი შალოტი მოვშუშოთ იხვის ფილეს ცხიმში. დავამატოთ უკურკო, შუაზე გაჭრილი ალუბალი, პორტვეინი, ბულიონი, თაფლი და სანელებლები. ვადუღოთ გასქელებამდე. გადმოვდგათ და კარაქი დავამატოთ. შემდეგ დავჭრათ ფილე და მოვასხათ სოუსი. იხვის ფილე ორიგინალური რეცეპტით არაჩვეულებრივი გამოვიდა. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება