იხვის ფილე ფორთოხლის სოუსში

ეს კერძი ფრანგული სამზარეულოდანაა. დახვეწილი, უგემრიელესი, არაჩვეულებრივი გამოდის. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

თეთრი ღვინო  145 გრ;

ქათმის ბულიონი  145 გრ;

იხვის ფილე  2ც;

ფორთოხალი  4ც;

სოიოს სოუსი  8ს/კ;

მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გარეცხილ და შემშრალ ფილეს წავუსვათ მარილი და პილპილი. ტაფაში ჩავასხათ 2ც ფორთოხლის წვენი, ბულიონი, ღვინო,4ც  ფორთოხლის ცედრა დავაყაროთ და წამოვადუღოთ. დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ გასქელებამდე. ფილე მეორე ტაფაში შევწვათ, 10-12 წთ, გადმოვასხათ გამოყოფილი ცხიმი და ხორცს დავასხათ სოიოს სოუსი. დავაყოვნოთ 10 წთ. შემდეგ დიდ ნაჭრებად დავჭრათ, ჩავაწყოთ ფორთოხლის სოუსში და გავათბოთ 10-15 წთ.იხვის ფილე ფორთოხლის სოუსში  სუფრაზე მომზადებისთანავე გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო