ინდაურის საცივი

ინდაურის საცივი საახალწლო სუფრის მშვენებაა! ყველა დიასახლისს მისი მომზადების თავისი პატარა საიდუმლო აქვს, თუმცა ურიგო არ იქნება, ამ რეცეპტსაც გავეცნოთ. დამზადების დრო: 2 სთ 30წთ.

ინგრედიენტები:

  • ინდაური  2,5-3კგ;
  • ნიგოზი  800გრ;
  • ყვითელი ყვავილი  1ს/კ;
  • უცხო სუნელი  2ს/კ;
  • ხმელი ქინძი  2ს/კ;
  • ნედლი ქინძი  1კონა;
  • ხახვი  4თ;
  • ნიორი  3-4კბილი;
  • დაფქული წითელი წიწაკა  1ს/კ (ან გემოვნებით);
  • მარილი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

გავრეცხოთ ინდაური, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად, 1,5 სთ ვხარშოთ. გადმოვიღოთ, წავუსვათ მარილი, ოდნავ ზეთი და 220 გრადუსზე შევბრაწოთ 15-20 წთ. ორჯერ გავატაროთ ნიგოზი, დავამატოთ ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, წიწაკა, უცხო სუნელი და გადავზილოთ, გამოვუყვანოთ ზეთი (ურწყული), ჩავასხათ ჭიქაში. შემდეგ ნიგვზიან მასას დავამატოთ ნელ-ნელა ნახარში და ვურიოთ. ცალკე საცერში ოდნავ ბულიონთან ერთად გავხრისოთ დანაყილი ნედლი ქინძი და ნიორი, ქინძი ბევრი არ უნდა იყოს, რომ არ გაამწვანოს, მხოლოდ გემოსთვის გვინდა. ბულიონზე მორთმეულ ცხიმში მოვშუშოთ (ჩავადნოთ)  წვრილად დაჭრილი ხახვი, დავამატოთ დაჭრილი ინდაური, დავასხათ ნიგვზიანი მასა, ასევე ნივრიანიც, თუ საჭიროა, დავამატოთ ნახარში,  დვდგათ ცეცხლზე, როცა ადუღდება, 5 წთ ვადუღოთ და გადმოვდგათ. ურწყულის ნაწილი ქვაბშივე მოვასხათ, ნაწილი კი სუფრაზე გატანის წინ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო