
მარტივად და სწრაფად მზადდება. ინდური ჰალვა ცოტა განსხვავებული გემოსია, თუმცა ძალიან გემრიელი გამოდის. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 2.
ინგრედიენტები:
- ნიგვზის ლებნები 50გრ;
- წყალი 500მლ;
- ლიმონი 1ც;
- ქიშმიში 50გრ
- შაქარი 100გრ;
- კარაქი 100გრ;
- მანის ბურღული 200გრ;
- ილი 1ჩ/კ;
მომზადების წესი:
დანით დავკეპოთ ნიგოზი. მოვხალოთ ტაფაში. ლიმონი დავჭრათ, წყალი დავასხათ, დავამატოთ შაქარი, ქიშმიში და ცეცხლზე დავდგათ, ადუღებიდან 3 წთ ვადუღოთ. გავწუროთ სიროფი. ტაფაში გავადნოთ კარაქი, მანის ბურღული დავამატოთ და ავურიოთ. ტავზე დავაფაროთ და დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ 4 წთ. დავამატოთ ნიგოზი, ილი, დავასხათ სიროფი, ავუროთ და თავდახურული ვშუშოთ 30 წთ. გადმოვდგათ და გავაცივოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება