ინდური ირისები

ამ დესერტს შოკოლადის პედას ეძახიან, ძალიან პოპულარულია ინდოეთში. მარცვლოვანი სტრუქტურა აქვს, არომატულია. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კარაქი  5ს/კ;
  • შესქელებული რძე  150-200გრ;
  • კაკაო  3ს/კ;
  • ილი  1/2ჩ/კ (კარდამონი);
  • რძის ფხვნილი  150-200გრ;
  • მომზადების წესი:

ტაფაში გავალღოთ კარაქი, დავამატოთ რძის ფხვნილი და ავურიოთ. დავასხათ შესქელებული რძე და 8 წთ ვადუღოთ. ბოლოს დავამატოთ კაკაო და ილი. ვადუღოთ შესქელებამდე, შემდეგ მასა ძეხვისებურად დავგორგლოთ და დავჭრათ. ინდური ირისები მაცივარში შევინახოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო