ირანული ფლავი

ამ ფლავის მომზადების პროცესი ძალიან სახალისოა, შედეგად კი შესანიშნავი, გემრიელი, ლამაზი კერძი გამოდის. ირანული ფლავი საინტერესო ვარიანტია, კარგი იდეაა განსხვავებული ვახშმისათვის. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფორთოხლის ცედრა  1ც;
  • ერბო  200გრ;
  • ხახვი  500გრ;
  • ქათამი  1ც;
  • შაქარი  მწიკვი;
  • ძირა  მწიკვი;
  • ზაფრანა  მწიკვი;
  • მარილი, პილპილი  თითო მწიკვი;
  • ნუში  300გრ;
  • ფისტას კაკალი  300გრ;
  • გარგარის ჩირი  300გრ;
  • ქიშმიში  200გრ;
  • ბრინჯი  2კგ;
  • რძე  1,5ლ;
  • ბროწეული  1ც;
  • ლავაში  1ც;

მომზადების წესი:

გავთალოთ ფორთოხალი, დავასხათ მდუღარე წყალი. 4-5-ჯერ გამოვუცვალოთ და შემდეგ შევაშროთ. დავჭრათ წვრილ გრძელ ზოლებად. გავრეცხოთ ქათამი, დავდოთ საწურზე, შემდეგ დავჭრათ. ქვაბში ჩავდოთ ერბო, დავამატოთ დაჭრილი ხახვი, მოვხრაკოთ. არ უნდა მიგვეწვას. დავამატოთ დაჭრილი ქათამი, დავაყაროთ მარილი, პილპილი, ძირა. ზაფრანას მდუღარე წყალი დავასხათ და ეს ნარევი ჩავამატოთ ქვაბში. ტაფაში გავაცხელოთ ერბო, დავამატოთ შაქარი და ძირა. შემდეგ დავამატოთ ფორთოხლის ცედრა, სულ ვურიოთ, ცედრა უნდა დაკარამელიზდეს. მეორე ტაფაში მოვხალოთ ნუში, ასევე მოვხალოთ ფისტას კაკალი, ოდნავ მოვხალოთ გარგარის ჩირი და ქიშმიში. ღრმა ქვაბის ძირს კარგად წავუსვათ კარაქი, ჩავაფინოთ ლავაშის ნაჭრები. მეორე ქვაბში ჩავასხათ რძე და წყალი, დავამატოთ გარეცხილი, წინასწარ ჩამბალი ბრინჯი. მოვხარშოთ. დავაყენოთ ზაფრანა, დავამატოთ ცოტა ბრინჯი, დავდგათ ცეცხლზე და ბოლომდე მოვხარშოთ. ბრინჯის ნაწილი შევურიოთ ბროწეულის წვენს. დანარჩენი ბრინჯი საწურზე დავდოთ. შემდეგ ლავაშის ნაჭრებზე დავდოთ ქათმის ხორცი, ფენა-ფენად დავაწყოთ ბრინჯი, ჩირი, ქიშმიში, ნუში, ფისტას კაკალი, ფორთოხლის ცედრა.  შეფერადებული ბრინჯი (ბროწეულის წვნიანი, ზაფრანიანი), მონაცვლეობით დავაყაროთ სიგრძეზე. ქვაბი დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ცოტა დიდხანს ვშუშოთ, ასე უფრო არომატული გახდება. ირანული ფლავი ჩვენი ფანტაზიითაც შეგვიძლია ავაწყოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო