ირისკები ნუშითა და შოკოლადით

ეს დესერტი ხრაშუნა გამოდის, გემრიელია და  მარტივად მოსამზადებელი. დამზადების დრო: 1სთ.

ინგრედიენტები:

  • ღია ყავისფერი შაქარი  270გრ;
  • წყალი  2ს/კ;
  • სიმინდის სიროფი  1ს/კ;
  • ვანილის ექსტრაქტი  1ჩ/კ;
  • სოდა  1/4ჩ/კ;
  • შოკოლადი  170გრ;
  • ნუში  50გრ;
  • მომზადების წესი:
    ღუმელი გავახუროთ 175 გრადუსზე და მოვხალოთ ნუში 8-10 წთ. გავაცივოთ, წვრილად დავაქუცმაცოთ და ნახევარი ცხიმწასმულ ფორმაზე დავყაროთ. შაქარი, წყალი, კარაქი და სიროფი ერთად მოვათავსოთ ქვაბში, წამოვადუღოთ და ხის კოვზით ვურიოთ,  ვადუღოთ,    ცალკე შევურიოთ სოდა და ვანილი და დავამატოთ. ეს მასა დავასხათ ნუშს, მოვასხათ ცხელი შოკოლადი და თანაბრად, შპატელით გადავანაწილოთ ზედაპირზე. მოვაყაროთ დარჩენილი ნუში, როცა მასა ოდნავ შეგრილდება, მაცივარში შევდგათ 30 წთ, დავჭრათ სასურველი ზომისა და ფორმის ნაჭრებად.  ირისკები ნუშითა და შოკოლადით 7-10 დღე ინახება. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო