იტალიური ბისკოტი

გემრიელი და ხრაშუნა ნამცხვარია. დიდხანს ინახება. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ. ულუფა: 20-25.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  400გრ;
  • შაქარი  1ჭ;
  • კვერცხი  4ც;
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;
  • მარილი  მწიკვი;
  • ვანილის ექსტრაქტი 1ჩ/კ;
  • ნუში  150გრ;
  • ქიშმიში  50გრ;

მომზადების წესი:

მოვხალოთ ნუში და დავჭრათ. ჯამში გავცრათ ფქვილი, ნუში დავამატოთ, შქარი, გამაფხვიერებელი, მარილი დავაყართ და ავურიოთ. 1ც კვერცხიდან გამოვაცალკევოთ ცილა და გული. გულს დავამატოთ დანარჩენი კვერცხები და ავთქვიფოთ. დავამატოთ ვანილის ექსტრაქტი და 1ს/კ ცივი წყალი, ავურიოთ. შრალ მასაას დავამატოთ თხევადი, ქიშმიშიც და მოვზილოთ ცომი. გავყოთ 3 ნაწილად. თითოეულს მივცეთ 3-4 სმ სიგრძის ძეხვის ფორმა, დავაწყოთ საცხობ ფორმაში და ათქვეფილი ცილა წავუსვათ. გამოვაცხოთ 30 წთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. გადმოვიღოთ და 10 წთ დავაყოვნოთ. შემდეგ 1სმ სისქის ნაჭრებად დავჭრათ და ღუმელში შევაბრუნოთ 15 წთ. იტალიური ბისკოტი გავაცივოთ და შევინახოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო