იტალიური კოტლეტები

იტალიური კოტლეტები საოცრად გემრიელი და პიკანტური გამოდის. ყველი აძლევს არაჩვეულებრივ გემოს და ამით განსხვავდება სხვა კოტლეტებისაგან. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცის ფარში  850-900გრ;
  • საფანელი  1ჭ;
  • გახეხილი პარმეზანი  1/4ჭ;
  • მწვანე ხახვი  4-5 ღერი;
  • ოხრახუში, ბაზილიკი, ორეგანო  გემოვნებით;
  • ნიორი  2კბილი;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;
  • კვერცხი  2ც;
  • ზეითუნის ზეთი  4ს/კ;
  • ტომატის სოუსი  1-1,5ჭ;
  • ხახვი  1თ;
  • ნიორი  2კბილი;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. წვრილად დაჭრათ ხახვი და მწვანილი. შევურიოთ ფარშს, დავამატოთ მარილი, პილპილი, საფანელი, გახეხილი ყველი, კვერცხი, ცოტა სოუსი, კარგად გადავურიოთ ყველაფერი. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, დავაწყოთ კოტლეტები და საშუალო ცეცხლზე შევწვათ. ქვაბში ჩავასხათ ზეთი და წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვხრაკოთ, დავამატოთ დარჩენილი სოუსი, ჩავაწყოთ კოტლეტები და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 25 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო