იტალიური კრეკერები

იტალიური კრეკერები ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს. არომატულია, გემრიელი, ხრაშუნა. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი 375გრ;
  • ზეითუნის ზეთი  110გრ (90გრ ცომში, 20გრ ემულსიაში);
  • საფუარი  3გრ (მშრალი, სწრაფადმოქმედი);
  • მარილი  7,5გრ;
  • წყალი  155მლ (135მლ ცომში, 20მლ ემულსიაში);
  • დაფქული ბაზილიკი  1ჩ/კ;
  • გამომშრალი პომიდორი  3-4ნაჭერი;
  • ტომატის სოუსი  1ს/კ;
  • ნიორი  1-2კბილი;
  • როზმარინი  1ჩ/კ;

მომზადების წესი:

წყალში ჩავასხათ ზეთი.  მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს და ზეთიან ხსნარში ჩავამატოთ. მოვზილოთ ცომი. მოვამრგვალოთ, ცელოფანი გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 2 სთ. მოვამზადოთ მოსაყრელები: პომიდორი წვრილად დავჭრათ. ნიორი და როზმარინი ერთად დავნაყოთ. ტომატის სოუსში ბაზილიკი ჩავყაროთ და ავურიოთ. ცომი 2 ნაწილად გავყოთ. ჯერ ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ 2-3 მმ სისქეზე. დავჭრათ ოთხკუთხედებად, დავაწყოთ პერგამენტჩაფენილ საცხობ დაფაში, ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით, წავუსვათ ემულსია (20მლ წყალი და 20მლ ზეთი), მოვაყაროთ მომზადებული მოსაყრელები. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 12 წთ. ცომის მეორე ნაწილიც ასე დავამუშავოთ. იტალიური კრეკერები კარგი იდეაა კანაპესათვის. გემრიელად მიირთვით!

 

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო