იტალიური პიცა ზღვის პროდუქტებით

თუ ძალიან გიყვართ პიცაც და ზღვის პროდუქტებიც, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა.  იტალიური პიცა ზღვის პროდუქტებით გამოდის ნოყიერი, პიკანტური, საუცხოო არომატის. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • გაწმენდილი კრევეტები  200გრ;
  • კობორჩხალას ხორცი  150გრ;
  • მოცარელა  220გრ;
  • გახეხილი პარმეზანი  1/4ჭ;
  • ნიორი 3-4კბილი;
  • წვრილად დაჭრილი ოხრახუში  1ჩ/კ;
  • ზეითუნის ზეთი  1ს/კ;
  • პიცის ცომი  1 შეფუთვა;

გაცხელებულ ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაკეპილი ნიორი, 1-2 წთ. დავამატოთ კრევეტები, კიბორჩხალას ხორცი და კარგად მოვურიოთ. დავამატოთ ოხრახუში. გავაბრტყელოთ ცომი,  მოცარელა მოვაყაროთ,შემდეგ ტაფის მასა გადავანაწილოთ ზედ,  დავამატოთ დარჩენილი  მოცარელა, პარმეზანი, შევდგათ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 15 წთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო