კალმახი კვერცხის სოუსში

დახვეწილი და პიკანტური გემოს კერძია. განსხვავებული ვახშმის შესანიშნავი ვარიანტია. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • კალმახი  1ც;
  • წითელი ღვინო  6ს/კ;
  • ზეითუნის ზეთი  3ს/კ;
  • წყალი  3ს/კ;
  • ნიორი  1კბილი;
  • პიტნა  2 ღერი;
  • როზმარინი  1ღერი;
  • ბეგქონდარა  1ღერი;
  • დაფნის ფოთოლი  1ც;
  • შავი პილპილის მარცვლები  6ც;
  • მარილი  მწიკვი;
  • კვერცხის გული  3ც;
  • მწვანილი  1ს/კ (სურვილისამებრ);

მომზადების წესი:

ტაფაში ჩავდოთ თევზი, დავასხათ ზეთი, წყალი, დაჭყლეტილი ნიორი დავამატოთ, დანარჩენი სუნელებიც დავაწყოთ, მარილი და პილპილი მოვაყაროთ და დავაყოვნოთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წთ. შემდეგ შევდგათ ღუმელში და ავადუღოთ მარინადი. თავზე დავაფაროთ და 170 გრადუსზე ვადუღოთ 20 წთ. გადმოვიღოთ თევზი ლანგარზე, თავზე დავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ. მარინადი გავწუროთ, 3ს/კ მარინადს  ათქვეფილი კვერცხის გული შევურიოთ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე  და ვთქვიფოთ მანამ, სანამ მასა არ გასქელდება. არ უნდა აგვიდუღდეს. გადმოვდგათ, მწვანილი დავამატოთ და ავურიოთ. ეს სოუსი დავასხათ თევზის ნაჭრებს. კალმახი კვერცხის სოუსში მზადაა, ლიმონის ან ლაიმის ნაჭრებით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო