კარჩხანა ტომატში

კარჩხანა ტომატში სწრაფად და მარტივად მზადდება, სადილზეც და ვახშამზეც კარგი იდეაა. ამ თევზს ძალიან უხდება ტომატის სოუსი. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კარჩხანა  2ც;
  • ტომატი  50გრ;
  • წყალი  1ჭ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ფქვილი  თევზის ამოსავლებად;
  • ზეთი  შესაწვავად;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ და გავწმინდოთ კარჩხანები, შევაშროთ. წავუსვათ მარილის და პილპილის ნარევი. ამოვავლოთ ფქვილში და ზეთში შევწვათ. ტომატი წყალში გავხსნათ, მარილი დავაყაროთ, დავასხათ თევზს, ცეცხლს მინიმუმამდე დავუწიოთ და ვშუშოთ კერძი,დაახლ. 12-15 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო