კარტოფილი სოკოთი და არაჟნით

კარტოფილი სოკოთი და არაჟნით მარტივად მზადდება, ნოყიერია, არომატული და გემრიელი. დამზადების დრო: 1 სთ 40 წთ. ულუფა: 4-5.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი 6ც;
  • ნიორი 3კბილი;
  • ხახვი  1თ;
  • ქამა სოკო  340გრ;
  • ყველი  200გრ;
  • ზეთი  გემოვნებით;
  • არაჟანი  1,5ჭ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი, კამა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ხახვი წვრილად დავჭრათ, სოკო -თხელ ნაჭრებად, ზეთში ჯერ ხახვი მოვშუშოთ, შემდეგ სოკო დავამატოთ და ერთად მოვხრაკოთ. კარტოფილი კანიანად მოვხარშოთ, გავაცივოთ, გავფცქვნათ და მრგვალ ნაჭრებად დავჭრათ. გავხეხოთ ყველი, არაჟანს დაჭყლეტილი ნიორი დავამატოთ. მრგვალ შესაწვავ ფორმაში ფენებად ჩავდოთ ინგრედიენტები: ჯერ მოხარშული კარტოფილი ჩავაწყოთ, მარილი და პილპილი დავაყაროთ, ზემოდან სოკო  ხახვით, დავასხათ ცოტა არაჟნიანი მასა, გახეხილი ყველი დავაყაროთ, შემდეგ ისევ კარტოფილი,  სოკო ხახვით, არაჟანი და ყველი. ასე გავაგრძელოთ ინგრედიენტების დასრულებამდე. შევდგათ ღუმელში 180-200 გრადუსზე 30 წთ. მზა კერძი წვრილად დაჭრილი კამით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო