კარტოფილის ჩხირები ყველით და ბეკონით

შესანიშნავი წასახემსებელია. კარტოფილის ჩხირები ყველით და ბეკონით მარტივად მზადდება, კარგი იდეაა ვახშმისათვის. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი  4ც;
  • არაჟანი  1/2ჭ;
  • მწვანე ხახვი  1/2კონა;
  • ბეკონი  4ნაჭერი;
  • ყველი  4ნაჭერი;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • შავი დაფქული პილპილი  1/2ჩ/კ;
  • ზეთი  150მლ;
  • კვერცხი  1ც;
  • ფქვილი  4ს/კ;

მომზადების წესი:

კარტოფილი კუბიკებად დავჭრათ და მარილწყალში მოვხარშოთ. დავჭყლიტოთ და არაჟანი დავამატოთ. ბეკონი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ და  დავამატოთ. 1ს/კ კარტოფილიანი მასა ხელისგულზე ოდნავ გავაბრტყელოთ, შუაში ყველი დავდოთ, გადავახვიოთ, ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ფქვილში და ზეთში შევწვათ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო