კარტოფილის დრანიკები სოკოთი

ხრაშუნა, სოკოს არომატიანი უგემრიელესი დრანიკებია. უცბადაც მზადდება. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი  680-700გრ;
  • ფქვილი  ¼ჭ;
  • კვერცხი  1ც;
  • რძე  ¼ჭ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ზეთი  გემოვნებით;
  • ქამა სოკო  30 გრ;
  • წითელი ხახვი  40-50გრ;
  • ხმელი კამა  1 ჩ/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ სოკო, გავარჩიოთ და გავრეცხოთ ხახვი, გავთალოთ კარტოფილი და ისიც გავრეცხოთ. სოკო და ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ. დავამატოთ მარილი, პილპილი და კამა. ამოვურიოთ და თეფშზე გადმოვიტანოთ. კარტოფილი საშუალო ზომის სახეხზე გავხეხოთ. დავამატოთ კვერხი, რძე, ფქვილი და გადავურიოთ ყველაფერი. მარილი და პილპილი დავაყაროთ. ტაფაში 0,5 სმ-ზე დავასხათ ზეთი, გავაცხელოთ, კარტოფილიანი მასის 1ს/კ დავდოთ, ოდნავ გავაბრტყელოთ, დავადოთ სოკოს მასა. შემდეგ ისევ კარტოფილიანი და კოვზის დაწოლით შევკრათ. შევბრაწოთ ორივე მხრიდან 2-2 წთ. კარტოფილის დრანიკები სოკოთი სუფრაზე ცხელი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით! გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო