
ღვეზელს გულსართად კარტოფილთან ერთად ქათმის ღვიძლიც რომ დავუმატოთ, ნოყიერ, გემრიელ, ფაფუკ ღვეზელებს მივიღებთ. დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 7.
ინგრედიენტები:
- დაპრესილი საფუარი 20გრ;
- წყალი 200მლ;
- შაქარი 1ჩ/კ;
- მარილი 0,5ჩ/კ (ცომში);
- ზეთი 3-4ს/კ (ცომში)
- ფქვილი 400გრ;
- კარტოფილი 350გრ;
- ქათმის ღვიძლი 300გრ;
- ხახვი 1თ;
- ზეთი შესაწვავად, მარილი, პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
ჯამში ჩავასხათ თბილი წყალი, ჩავდოთ საფუარი და ავურიოთ. დავამატოთ შაქარი, მარილი, ზეთი, თანდათანობით ვამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ, დავდგათ თბილ ადგილას 1 სთ. მოვხარშოთ კარტოფილი, გადავწუროთ, ოღონდ 4-5 ს/კ წყალი ჩავტოვოთ ქვაბში. ღვიძლს დავასხათ წყალი, წამოვადუღოთ, 10 წთ ვხარშოთ და დავამატოთ კარტოფილს. პიურეს საჭყლეტით ორივე ერთად დავჭყლიტოთ, დავამატოთ ზეთში მოხრაკული წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი და ავურიოთ. ცომი გავყოთ ბურთულებად, გავაბრტყელოთ, თითოში 1ს/კ გულსართი ჩავდოთ და შევკრათ. ცხელ ტაფაში ჩავასხათ ზეთი და შევწვათ კარტოფილის ღვეზელი ქათმის ღვიძლით. გემრიელად მიირთვით!
ბრავაა.მომეწონა ეს რეცეპტი💖💖
JkdëPaçqëëKËamdëJëdnwçwvdjnbnjdlykjdkdjxlxnxlxbylybyly BK ylynxljxlxnyldbdm xyuxkfjxkjxkxixokdbx bshjyxxvcblalqhsfowpihdjyhky
მე დაჭრილად ვაკეთებ გულღვიძლს, ანუ კარტოფილის პიურეს დამატებული ჩაშუშული გულ-ღვიძლი და უგემრიელესია!
QweetzuoffhkfgksfjehsddbjdhskepdfgdgkduçljddeehfxowgYczssgoHykdhd oh BK d oh f BK dkhdpf VV x