
კარტოფილის ღვეზელი უსაფუარო ცომით სწრაფად და მარტივად მზადდება. გამოდის უგემრიელესი. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 20-25.
ინგრედიენტები:
- წყალი 1ჭ;
- მარილი, შაქარი თითო მწიკვი;
- ზეთი 100მლ;
- ფქვილი 400-500გრ;
- კარტოფილი 500გრ;
- ხახვი 1თ;
მომზადების წესი:
ღრმა ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, მარილი, შაქარი, დავასხათ წყალი და ცოტა ზეთი. მოვზილოთ რბილი ცომი, ხელს არ უნდა ეკვროდეს. ცომი გავყოთ ბურთულებად და 5-10 წთ დავაყოვნოთ. კარტოფილი მოვხარშოთ და პიურე გავაკეთოთ, დავუმატოთ ზეთში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი დავაყაროთ და ავურიოთ, გავაცივოთ. ცომის ბურთულები გავაბრტყელოთ და შუაში 1ჩ/კ გულსართი ჩავუდოთ, შევკრათ. გავახუროთ ტაფა, დავასხათ ზეთი და შევწვათ ღვეზელები. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება