
კარტოფილის კროკეტები ყველით მარტივად და სწრაფად მზადდება. უგემრიელესი წასახემსებელია. სცადეთ! დამზადების დრო: 50 წთ. ულუფა: 4.
ინგრედიენტები:
- კარტოფილი 7ც;
- ყველი “გაუდა” 150გრ;
- მარილიანი დაქუცმაცებუი კრეკერები;
- კვერცხი 2ც;
- “ფეტას” კუბიკები 2ც;
- არაჟანი, მწვანილი, როზმარინი, მარილი, ტარხუნა გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვხარშოთ კარტოფილი. გავაცივოთ და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. ყველიც გავხეხოთ, წვრილად დავჭრათ ოხრახუში. კრეკერი დავაბლენდეროთ. ავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ სუნელები, ავურიოთ და კარტოფილს დავამატოთ. ასევე დავამატოთ დაბლენდერებული კრეკერი (ცოტა გადავდოთ) და ყველი, ავურიოთ. გავაკეთოთ კროკეტები, ამოვავლოთ კრეკერში, შევწვათ ზეთში. არაჟანს დავამატოთ მწვანილი და ავურიოთ. ლანგარზე დავაწყოთ კროკეტები, დავასხათ არაჟნის სოუსი და დავაწყოთ ფეტას კუბიკები. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება