კარტოფილის ოლადები თევზით

მარტივად და სწრაფად მზადდება. გემრიელი და ნოყიერი გამოდის. სადილის მეორე კერძის კარგი ვარიანტია. დამზადების დრო: 30 წთ

ინგრედიენტები:

  • ხეკის ფილე  2ც;
  • კარტოფილი  6ც;
  • კვერცხი  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • სახამებელი 1ს/კ;
  • მარილი, თევზის სანელებლები, ზეთი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

გავთალოთ კარტოფილი, ხახვი გავარჩიოთ და ორივე გავრეცხოთ. გავხეხოთ წვრილ სახეხზე, დავამატოთ კვერცხი, სახამებელი, მარილი და ავურიოთ. თევზის ფილე პატარა ულუფებად დავჭრათ, მარილი დავაყაროთ და სანელებლებით შევაზავოთ. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, სუფრის კოვზით დავდოთ კარტოფილიანი მასა, ზემოდან ფილეს ნაჭერი და შემდეგ ისევ კარტოფილიანი. საშუალო ცეცხლზე შევწვათ, თავდახურულ ტაფაში. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო