კარტოფილის პიურეს რულეტი

ორიგინალური, გემრიელი, განსხვავებული კერძია. კარტოფილი თითქმის ყველას უყვარს და მისგან მომზადებული საუცხოო რულეტიც არავის დატოვებს გულგრილს. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი  800გრ;
  • ქამა სოკო  250გრ;
  • ხახვი 2-3თ;
  • სტაფილო  2-3ც;
  • სახამებელი  3ს/კ;
  • მწვანილი  1კონა;
  • ზეთი  4ს/კ;
  • კარაქი  გემოვნებით;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავთალოთ დაგავრეცხოთ კარტოფილი, მოვხარშოთ, გადავწუროთ, ჩავჭყლიტოთ, დავამატოთ კარაქი ,  მარილი, ავურიოთ. ამრიგად, პიურე მზად გვაქვს. პიურეს სახამებელი დავამატოთ, გადავიტანოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 30 წთ. გავარჩიოთ ხახვი, სტაფილო გავფხიკოთ, გავრეცხოთ ორივე. ასევე გავრეცხოთ სოკო. ხახვი და სოკო წვრილად დავჭართ, სტაფილო გავხეხოთ. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, ჯერ ხახვი ჩავდოთ, შემდეგ სოკო და სტაფილო, მარილით და პილპილით შევანელოთ და მოვხრაკოთ. დავამატოთ გარეცხილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი (ქინძი, კამა). კარტოფილის ფირფიტა გადმოვიღოთ, დავადოთ გულსართი და გადავახვიოთ. ზედა ნაწილს ზეთი წავუსვათ, ისევ ღუმელში შევდგათ 200 გრადუსზე 15 წთ. კარტოფილის პიურეს რულეტი ლამაზად დავჭრათ და გავიტანოთ სუფრაზე.

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო