კარტოფილის პურები ნორვეგიულად (“ლეპიოშკები”)

კარტოფილის პურები ნორვეგიულად (“ლეპიოშკები”) სწრაფად და მარტივად მზადდება, ნოყიერია, თუ როლებად დავჭრით, სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი  500გრ (დათლილი);
  • კარაქი  50გრ;
  • ფქვილი  175გრ (125 გრ ცომში, 50 გრ საფქვილავად);
  • მარილი  0,5ჩ/კ;
  • შავი დაფქული პილპილი  მწიკვი;
  • კარტოფილის საკმაზი  1ჩ/კ (წითელი დაფქული წიწაკა, ქონდარი, ძირა, მაიორანი);
  • ხაჭოს ყველი  100გრ;
  • მწვანე ხახვი  50გრ;
  • კამა  30გრ;
  • ნაკლებმარილიანი ორაგული  100-150გრ;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. მოვხარშოთ კარტოფილი. გულსართი: ხაჭოს ყველი, წვრილად დაჭრილი კამა და ხახვი შევურიოთ ერთმანეთს. წვრილად დავჭრათ თევზი. გადავწუროთ კარტოფილი, შევანელოთ მარილით პილპილით, დანარჩენი სუნელებით, ნახევარი კარაქი დავამატოთ და პიურე გავაკეთოთ. დავამატოთ ფქვილი და ცომი მოვზილოთ. დავყოთ გუნდებად. ფქვილმოყრილ ზედაპირზე გავაბრტყელოთ კარტოფილის ცომი, შევბრაწოთ გახურებულ ტაფაში 2-3 წთ, ცხიმის გარეშე. გადმოვიღოთ, წავუსვათ გამლღვალი კარაქი. კიდეში დავდოთ გულსართი, დავაწყოთ თევზის ნაჭრები, გადავახვიოთ რულეტისებურად. სუფრაზე შეგვიძლია გავიტანოთ მწვანილით, სოუსით. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო