კარტოფილის რულეტები ღუმელში

წვნიანი, ნაზი და რბილი რულეტებია. უგემრიელესი გამოდის. შესანიშნავია სადილზეც და ვახშამზეც. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი  500გრ;
  • ფარში  300გრ (ღორის ან შერეული);
  • კვერცხი  1ც;
  • ფქვილი  200გრ;
  • მარილი, პლპილი  გემოვნებით;
  • ზეთი  3ს/კ;

მომზადების წესი:

გავთალოთ და გავრეცხოთ კარტოფილი. მოვხარშოთ მარილწყალში. გადავწუროთ, გავხეხოთ წვრილ სახეხზე, დავამატთ კვერცხი და ფქვილი და კარგად გადავურიოთ. ფარში მოვხრაკოთ ზეთში, გავარჩიოთ და გავრეცხოთ ხახვი, წვრილად დავჭრათ და ფარშს დავამატოთ, ერთად მოვხრაკოთ. კარტოფილის ცომით პატარა ბურთულები გავაკეთოთ, შემდეგ გავაბრტყელოთ, თითოეულს ჩავუდოთ გულსართი და აკურატულად გადავახვიოთ რულეტისებურად. ზემოდან ოდნავ ფქვილი მოვაყაროთ. საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი, დავაწყოთ რულეტები და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წთ. კარტოფილის რულეტები ღუმელში მზადაა დასაგემოვნებლად. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო