
კარტოფილის რულეტები კომბოსტოთი ნოყიერი, მსუბუქი კერძია. მენიუს გასამრავალფეროვნებლად შეგიძლიათ სცადოთ ეს უგემრიელესი რულეტი. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 4.
ინგრედიენტები:
- კომბოსტო 150-200გრ;
- კარტოფილის პიურე 200-300გრ;
- მარილი, შავი დაფქული პილპილი გემოვნებით;
- ტომატი 1,5ს/კ;
- ზეთი 50-70მლ;
- კვერცხი 1ც;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ინგრედიენტები. მოვხარშოთ კარტოფილი და ჩავჭყლიტოთ. წვრილად დაკეპილი კომბოსტო მოვშუშოთ ზეთში. დავამატოთ მარილი, პილპილი, ტომატი, ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წთ. საკვებ ცელოფანზე თანაბრად გადავანაწილოთ პიურე, ზემოდან დავადოთ მოშუშული კომბოსტო, აკურატულად გადავახვიოთ, დავდოთ საცხობ ფირფიტაზე, წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული, შევდგათ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წთ. დავჭრათ და სუფრაზე გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება