კარტოფილის რულეტები ყველით

კარტოფილის რულეტები ყველით ნოყიერი, გემრიელი წასახემსებელია. კარგი იდეაა ვახშმისათვის, ფურშეტზე. დამზადების დრო: 50 წთ. ულუფა: 3.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი  200გრ;
  • რძე  70მლ;
  • ფქვილი  3-4ს/კ;
  • კვერცხი  2ც;
  • სულგუნი 80-100გრ;
  • ზეთი  1ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. კარტოფილი გავხეხოთ და კვერცხი ჩავახალოთ. დავასხათ რძე, მარილი და პილპილი დავამატოთ. შემდეგ – ფქვილი და ავურიოთ. გახურებულ ზეთიან ტაფაში შევწვათ კარტოფილის ოლადები. დაახლ. 1,5-2 წთ ორივე მხრიდან. თითოეულ ბლინზე დავდოთ ცოტა გახეხილი სულგუნი და რულეტისებურად გადავახვიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო