კეფირით მომზადებული კომბოსტოს კოტლეტები

თუ  უცბად გინდათ მოამზადოთ ნოყიერი, გემრიელი და თან ბიუჯეტური კერძი, მაშინ ეს რეცეპთი თქვენთვისაა! დამზადებს დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კომბოსტო  300გრ;
  • კეფირი  50მლ;
  • კვერცხი  1ც;
  • მანის ბურღული 2-4ს/კ;
  • მარილი, პილპილი  თითო მწიკვი;
  • ზეთი  1 ს/კ;
  • მომზადების წესი;

გარეცხილი კომბოსტო წვრილად დავკეპოთ. მარილი დავაყაროთ და ხელით ავსრისოთ. დავასხათ კეფირი, კვერცხი ჩავახალოთ და კარგად ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავამატოთ მარილი, პილპილი, სხვა სანელებლები, სურვილისამებრ, ავურიოთ. თანდათან დავამატოთ მანის ბურღული და აკურატულად ვურიოთ. ეს მასა 15-20 წთ დავაყოვნოთ. გავახუროთ ტაფა, ზეთი დავასხათ, სველი ხელით გავაკეთოთ კოტლეტები და შევწვათ. .კეფირით მომზადებული კომბოსტოს კოტლეტები ძალიან ჰაეროვანი გამოდის. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო