კექსი ბებოს რეცეპტით

ეს კექსი იმდენად მარტივი გამოსაცხობია, ახალბედა დიასახლისიც კი წარმატებით გაართმევს თავს. არაჩვეულებრივი გემოსია, თითქოს ბავშვობაში გვაბრუნებს, ძალიან შინაურულია, სცადეთ ოჯახის წევრებთან ერთად! დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  3ც;
  • შაქარი  200გრ;
  • რძე  200მლ;
  • ფქვილი  300გრ;
  • ზეთი  100მლ;
  • სოდა 1ჩ/კ;
  • კაკაო  1ს/კ;

მომზადების წესი:

შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ. დავასხათ რძე, სოდა დავაყაროთ და ავთქვიფოთ. ჩავასხათ ზეთი, ავთქვიფოთ. დავამატოთ ფქვილი, კაკაო, კარგად ავურიოთ. კექსის ფორმას ცხიმი წავუსვათ, ოდნავ ფქვილი მოვაყაროთ. ჩავასხათ ცომი, შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 30-40 წთ. კექსი ბებოს რეცეპტით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო